პოლიტიკა

გავრცელებული ინფორმაციები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული - აბაშიძე პუტინის მიერ ლუგარის ლაბორატორიაზე გაკეთებულ განცხადებაზე

19.10.18 10:15


თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორიაში გენეტიკური ცდების ჩატარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსეთთან ურთიერთობაში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ უპასუხა.

აბაშიძემ პუტინის განცხადებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა , რომ ცენტრის საქმიანობა გამჭვირვალეა. მისი თქმით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მაღალი დონის ექსპერტების ჩართულობით, ლაბორატორიის საქმიანობის მონიტორინგი განხორციელდეს.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ლუგარის ლაბორატორია წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას, რომელიც ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ, აწარმოებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას სრული ტრანსპარეტულობის რეჟიმში. რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები ლაბორატორიაში ე.წ. დახურული კვლევების შესახებ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ამ ცენტრს ხშირად სტუმრობენ უცხოელი ექსპერტები, მეცნიერები მათ შორის რუსეთიდან. მისი კარი ყოველთვის ღიაა. ნოემბრის შუა რიცხვებში ტარდება სემინარი, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის ექსპერტები და მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას, მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას ამ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ. სამწუხაროდ, რუსეთის მხარემ, მოწვევის მიუხედავად, უარი განაცხადა მონაწილეობაზე. ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რათა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებითა და მაღალი დონის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდეს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის მონიტორინგი. საერთოდ ეს კამპანია ემსახურება რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს. ეს დაკავშირებულია მათ ურთიერთობებთან თუ კონფრონტაციებთან დასავლეთის ქვეყნებთან. აი, ამ კონტექსტში იკითხება ძალიან მარტივად ყოველივე ეს.“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები