საზოგადოება
19.10.18 12:15
პარკირების საათობრივი საფასური შესაძლოა, 20 თეთრიდან დაიწყოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, თუმცა არ გამორიცხა, რომ შედეგის შესაბამისად, ფასი გაიზარდოს.
„ფასი შეიძლება 20 თეთრიდან იყოს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული იქნება. ჩვენ თუ კონკრეტულ ქუჩებზე იგივე შედეგი დაგვხვდა, სადაც ტრანსპორტი გავაუმჯობესეთ, ე.ი ფასი უნდა გაიზარდოს. ფასის ზრდა ან კლება დამოკიდებული იქნება შედეგზე.
მაცხოვრებლებისთვის იქნება ის ფასი, რაც ახლა არის შეთავზებული - წელიწადში 50 ლარი და 6 თვეში 25 ლარი, მაგრამ ვიზიტორებისთვის გადასახადი გაცილებით მეტი იქნება.
შესაძლებელია პარკირების საფასური ძველ თბილისსა და ვაკე-საბურთალოს რაიონში განსხვავებული, დიფერენცირებული იყოს, თუმცა, მაინც ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. კონკრეტულ საფასურს, რომელი იქნება ეფექტური, თვითონ ექსპერტებიც ვერ ამბობენ. ჩვენი მიზანი არ არის პარკირების საფასურიდან შემოსავალი მივიღოთ, სულ სხვა პრობლემა გვაქვს დედაქალაქში“, - ამბობს მუმლაძე.
კითხვაზე: რა პრინციპით გადაიხდიან მძღოლები საათობრივი პარკირების საფასურს? მუმლაძე პასუხობს: მძღოლები პარკირების საფასურს როგორც სპეციალური აპლიკაციით, ასევე საბანკო ბარათით გადაიხდიან.
„იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელითაც მძღოლები საათობრივი პარკირების საფასურის გადახდას შეძლებენ. ტელეფონის საშუალებით შეიძლება საათობრივი პარკირების დროის ათვლა და საფასურის დაანგარიშება და ანგარიშიდან ჩამოჭრა. ასევე დავთვალეთ ის ადგილები, სადაც საათობრივი პარკირება იქნება და ვნახეთ, რომ 200-მდე დამატებითი „ფეი ბოქსი“ იქნება საჭირო, რომ დაიდგას და ამის საშუალებით თანხას ჩავრიცხავთ. „ფეი ბოქსების“ განთავსებასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდება. მანქანის გაჩერების ადგილიდან „ფეი ბოქსის“ აპარატამდე დაშორებები გვინდა მინიმალური იყოს. მაგალითად, მანქანას რომ გააჩერებს მძღოლი, მაქსიმუმი იყოს 25 მეტრი, რომ საფასური გადაიხადონ. ან ტელეფონში ექნება აპლიკაცია, რომ ერთი თითის დაჭერით მოახდინონ გადახდა“, - აცხადებს მუმლაძე.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24