პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტინზე „ძალა ერთობაშია“-ს სახელით არ დაარეგისტრირეს - ცესკო-ს უკანონო გადაწყვეტილება

19.10.18 13:40


გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცესკო გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში „ძალა ერთობაშიას“ სახელით მონაწილეობის უფლებას არ აძლევს:

„კიდევ ერთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რომელიც პირდაპირ ასრულებს „ქართული ოცნების“ დავალებას, 28 სექტემბერს, ჩვენ მივმართეთ ცენტრალურ საარცევნო კომისიას, რომ ჩვენს კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, არჩევნებშ მიეღო მონაწილეობა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ სახელით, რაც უნდა დაფიქსირებულიყო საარჩევნო ბიულეტენში. სამწუხაროდ, გუშინწინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ისევ „ქართული ოცნების“ დავალებით გადაწყვეტილება, რომ უარი გევთქვა ამ ყველაფერზე.

მაგალითად, 6 შუალედურ არჩევნებში, ექვს ოლქში ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია"-ს სახელით, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატზე რომ დაწერილიყო იგივე სახელი ამაზე უარი გვითხრა ცესკომ.

აბსურდი მიდის იქამდე, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა ჩვენს მოთხოვნას და ყველა დანარჩენმა წევრმა, რომელსაც აკონტროლებს „ქართული ოცნება“ უარი თქვა ამ ყველაფერზე.

მინდა მივმართო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ „ქართულ ოცნებას“, ასეთი ხრიკები ვერ გამოგადგებათ და ვერ გიშველით. მესმის რომ თქვენი მცდელობაა დეზორიენტირება მოახდინოთ ჩვენი ამომრჩევლის, მესმის რომ ეს გაერთიანება გაშინებთ , იმიტომ რომ მასში შედის 11 პოლიტიკური ძალა“-ამბობს ვაშაძე.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები