საზოგადოება

ნოემბრიდან ბენზინგასამართი სადგურების მასშტაბური შემოწმება დაიწყება

19.10.18 17:15


საწვავის ხარისხის გასაკონტროლებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 ბენზინგასამართი სადგური, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შემოწმდება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ განაცხადა.

„ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში მუდმივად მუსირებს აზრი, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუარესება უკავშირდება საავტომობილო საწვავის მოხმარებას. იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ, რამდენად შესაბამისობაშია საწვავი იმ ნორმებთან, რაც დადგენილია ქვეყანაში, წელს უკვე მეორედ ვახორციელებთ საწვავის კვლევას. არსებობს გარკვეული ნორმები შემადგენლობასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, ნოემბრის დასაწყისიდან დავიწყოთ მასშტაბური შემოწმება“, – განაცხადა კორკოტაძემ.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 80 ბენზინგასამართ სადგურს შეამოწმებენ და 240 სინჯს აიღებენ. სინჯების ლაბორატორიულ კვლევას განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

შემოწმებები განხორციელდება გაუფრთხილებლად.

„მივალთ კონკრეტულ სადგურთან და საწვავის სინჯებს ავიღებთ. 10 დღე დასჭირდება ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და ცხადია, ამ ინფორმაციას გავასაჯაროებთ. ეს იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის“, – განაცხადა კორკოტაძემ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები