საზოგადოება

თბილისი-რუსთავის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22.10.18 10:30


თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, ბმვ-ს მარკის ავტომანქანამ თბილისი-რუსთავის მიკროავტობუსს გადაასწრო და „მერსედესს“ შეეჯახა, რომელიც თავის მხრივ, სხვა ავტომანქანებს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად, „მერსედესში” მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ავტომანქანა დაზიანდა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები