საზოგადოება
22.10.18 16:50
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წმინდა საყდრის (ვატიკანი) საგარეო საქმეთა მინისტრს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის, საუკუნოვანი პოლიტიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებზე.
ითქვა, რომ საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციისა და ისტორიის მქონე ქრისტიანულ ქვეყანას, რომელიც ქვეყნის განვითარების მიმართულებით არაერთ წარმატებულ რეფორმას ახორციელებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.
თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მუდმივი თანადგომის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. შეხვედრისას, ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ განუხრელად დგას რუსეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების გზაზე.
აგრეთვე, ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის მნიშვნელობას.
წარმატებულად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული და წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არსებული სიკეთეების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი თანამოქალაქეებისათვის გაზიარებას ითვალისწინებს.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი და ქართველი ხალხის შეუქცევადი არჩევანია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24