ანალიტიკა

სომეხი ნაციონალისტები ითხოვენ, მათ გადასცენ თბილისის ცენტრში მდებარე ქართული ეკლესიები

23.10.18 11:30


სომეხმა ნაციონალისტებმა დაიწყეს საინფორმაციო ტერორის მორიგი ტალღა სქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. თანაც საქართველოს დედაქალაქში - თბილისში.

ამჯერად ისინი ითხოვენ თბილისის ცენტრში მდებარე ხარების ტაძარს, რომელიც სხვა თბილისის ეკლესიებივით მითვისებულ იქნა ჩამოსახლებული სომხების მიერ რუსეთის იმპერიის დროს.

1995 წლის 15 თებერვალს ხარების ტაძარი ხელახლა იქნა დალოცვილი ქართველი სასულიერო პირების მიერ და დაიწყო მისი რესტავრაცია. ამავე დროს, ტაძრის გვერდზე მდებარე ქართული სასაფლაო მიუთითებს, რომ ეს ტაძარი ისტორიულად ქართულია. ვინაიდან ქართველები არასოდეს არ მარხავდნენ საკუთარ გარდაცვლილებს სომხების ეკლესიებთან ახლოს.

ქართული ეკლესიის ხელში ჩაგდების შემდგომ მას „შამხორეცოც სურბ ასტვაცინ კარმირ ავეტარანის“ სახელის დარქმევის შემდეგ სომეხმა ჩამოსახლებულებმა დაიწყეს მის ირგვლივ საკუთარი სამარხების მოწყობა, მათ გადააკეთეს არქიტექტურა, შეცვალეს ქვები ქართული წარწერები სომხურად და ა.შ.

მაგრამ ხარების ეკლესიის ქართული წარმომავლობა უდავოა. იგი მდებარეობს ქალაქის ცენტრში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოსთან. ამიტომაა სომხებისთვის ამ სიწმინდის ხელში ჩაგდება ძალზე მნიშვნელოვანი. ყოველივე ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება სხვა ტაძრებზე პრეტენზიის წამოყენება და არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში.

სომხები ხომ უკვე ოფიციალურად აცხადებენ 650 ქართულ ეკლესიაზე პრეტენზიას, ხოლო გამყალბებლის სამველ კარაპეტიანის მიხედვით, საქართველოში„სომხური“ეკლესიები 700-მდეა!
სიმბოლურია, რომ სომეხმა ნაციონალისტებმა საკუთარი „პრეტენზია“ ხარების ქართულ ეკლესიაზე დაამთხვიეს, მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან დღესასწაულზე მცხეთობაზე -სვეტიცხოვლობაზე. სანამ ქართველების ყურადღება ძველი დედაქალაქისკენ და მისი სიწმინდისკენ იყო მიპყრობილი - სომხებმა „საკუთარი პრეტენზიები აღნიშნეს“ თბილისსა და მის ტაძრებზე!

14 ოქტომბერს საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ და საქართველოს სომეხთა თემმა მოითხოვეს „სომხური ტაძრების რესტიტუცია“ - ანუ სომხებისთვის ქართული ეკლესიების გადაცემა, რომელიც სომეხ ნაციონალისტებს „თავისად“ მიაჩნიათ.

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სომეხი ნაციონალისტები მიემართნენ ქართული ეკლესიისკენ, რომელიც რესტავრირების პროცესშია და მდებარეობს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოსთან. სომხურ აქციას ხარების ტაძართან (რომელსაც სომხები შამხორეცოცს უწოდებენ), თან ახლდა მოთხოვნები, რომ ეს ტაძარი და სხვა ქართული ეკლესიები მათთვის გადაეცათ!

სამწუხაროა, რომ ქართულმა საზოგადოებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა სომეხი ნაციონალისტების ამ თავხედურ მოთხოვნებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მათგან მოსალოდნელია ქართული ეკლესიების მიტაცების ახალი მცდელობები და ახალი პროვოკაციები. არ არის, ფაქტი რომ ისინი „მშვიდობიანი“იქნება. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, სომეხი ექსტრემისტების მიერ სამცხე-ჯავახეთში ქართული ტაძრის კუმურუდოს დაპყრობის მცდელობისას ქართულ პოლიციას ქვები დაუშინეს.

არ შეიძლება ქართული ეკლესიების ჩამორთმევა ძალადობრივი სცენარების გარეშე, მათ შორის თბილისშიც. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას „ეშინია“ სომხური ლობისა და უფლებას აძლევს სომეხ ექსტრემისტებს ყველაზე თავხედური მოთხოვნების წამოყენებას.




KavkazPlus

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები