პოლიტიკა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება სახეზეა

09.05.16 16:45


საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება სახეზეა, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დანიელ მიტოვმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქვეყანა რეფორმების განხორციელებას ასე წარმატებულად განაგრძობს, ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდება.

“ჩვენ მოწმენი გავხდით საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების და პროგრესის. საქართველომ მიიღო სამოქმედო გეგმა, რომელსაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს. მუშაობა მიმდინარეობს მნიშვნელოვან რეფორმებზე, სასამართლო რეფორმის, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში. რეფორმები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რაზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოახლოებული არჩევნების ფონზე”, – განაცხადა მიტოვმა ქართველ კოლეგასთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები