პოლიტიკა

7 წელი და 6 თვე - დათა ახალაიას სასამართლომ ახალი სასჯელი შეუფარდა

29.10.18 12:15


დათა ახალაის თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდში და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, დათა ახალაია სასამართლომ დამნაშავედ სცნო უფლებამოსილების გადამეტებაში, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და ადამიანის ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენების გამო.

ახალაიას სანდრო გირგვლიანის, ლევან ბუხაიძის, კახა დაბრუნდაშვილის და ვამეხ აბულაშვილის ეპიზოდზე საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით და ექვსი თვის ვადით პატიმრობა და ერთი წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები