საზოგადოება

მსოფლიო ჩემპიონატს ყველა ქართველი მოჭადრაკე გამოეთიშა

09.11.18 13:15


ხანტი-მანსიისკში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე წრის დამატებითი პარტიების შემდეგ დღეს ბელა ხოტენაშვილი გამოეთიშა. სოფიო ხუხაშვილის მსგავსად, ის ინდოელ ჰარიკა დრონოვალთან დამარცხდა.

ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ხოტენაშვილისა და ხუხაშვილის გარდა ბლიცში მსოფლიოს და კლასიკურ ჭადრაკში ევროპის 2017 წლის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი თამაშობდნენ.

დებულების თანახმად მსოფლიო ჩემპიონატი ექვს ეტაპად ტარდება. მეტოქეები პირველი ხუთი რაუნდის განმავლობაში ორ-ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს, ფინალში კი ოთხჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გამარჯვებულს კლასიკური პარტიები თუ ვერ გამოავლენს, დაინიშნება ჯერ ორი 25-25-წუთიანი პარტია თითოეულ სვლაზე 10-10 წამის დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, ორი 10-10-წუთიანი პარტია 10-10 წამის დამატებით, ორი 5-5-წუთიანი პარტია 3-3 წამის დამეტებით. ბოლოს კი “არმაგედონი” – თეთრებს პარტიისთვის მიეცემა 5, შავებს 4 წუთი, მხოლოდ 61-ე სვლიდან 3-3 წამი სვლაზე. ყაიმის შემთხვევაში გამარჯვებას შავი ფერის ფიგურებით მოასპარეზე მოჭადრაკე მოიპოვებს.

შეჯიბრების საპრიზო ფონდია 450.000 ამერიკული დოლარი. პირველ წრეში დამარცხებული მიიღებს 3.750 დოლარს, II-ში – 5.500-ს, III-ში – 8.000-ს, IV-ში – 12.000-ს, V-ში – 20.000-ს,VI-ში – 30.000-ს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონი 60.000 დოლარით დაჯილდოვდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები