საზოგადოება

მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

12.11.18 14:15


ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 00:00 საათამდე მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

შესაბამისად, ორთაჭალიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ ვირსალაძის ქუჩიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროსკენ მობრუნდებიან, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები