პოლიტიკა

სოფო კილაძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

12.11.18 14:45


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, ფელიქს ჰეტს შეხვდა.

დეპუტატის ინიციატივით და ფონდის მხარდაჭერით, ნაძალადევის რაიონში განხორციელდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო სიღარიბის მაჩვენებლის განსაზღვრა და მოსახლეობის დამოკიდებულების გამოვლენა მის გამომწვევ მიზეზებთან მიმართებით. კვლევის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 17 ნოემბერსაა დაგეგმილი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში.

„ფრიდრიხ ებერტის ფონდთან” თანამშრომლობით არაერთი მნიშნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და მათ შორისაა სიღარიბის კვლევა. სწორედ ამ თემაზე გვქონდა საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე. ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში სოციალური მიმართულების გამოწვევები გვაქვს. აღნიშნული კვლევით, რომელიც სამი თვის მანძილზე ნაძალადევში ტარდებოდა, ჩვენ შევძელით გამოგვევლინა კონკრეტული დაფარვის არეალში სიღარიბის მაჩვენებელი და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების დამოკიდებულება მის გამომწვევ მიზეზებთან. ვფიქრობ, კვლევის შედეგები მნიშვნელოვანწილად დაგვეხმარება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორცილებაში. შაბათს, ამ კვლევის საფუძველზე დავაანონსებთ ახალ საპილოტე პროექტს, რომელიც განხორციელდება „ნახალოვკასა” და ლოტკინზე 2019 წელს. პროექტის მიზანია სახელმწიფოს როლის გაძლიერება მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით. შემდგომში, შედეგები გავრცელდება მთელს საქართველოზე”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები