პოლიტიკა

დავით ზალკალინმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

12.11.18 15:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ფინეთში ვიზიტის ფარგლებში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპულ ცენტრში (Hybrid CoE) შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენლებმა მინისტრს გააცნეს ცენტრის საქმიანობა და სტრუქტურა, ასევე საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევებს და ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორც ერთ-ერთ აქტიურ და აგრესიულ მიმართულებას.

განხილულ იქნა ჰიბრიდული საფრთხეების ანალიზის, პრევენციისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველომ 2008 წელს გამოსცადა რუსთის ფედერაციის მხრიდან მასშტაბური ჰიბრიდული შეტევა და რუსეთის ფედერაციადღესაც განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიურობას, განსაკუთრებით ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებისმიმართულებით, მან ხაზი გაუსვა ჰიბრიდული ხასიათის საფრთხეებთან ბრძოლაში ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მისი განცხადებით საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებით საქმიანობას და უმთავრესად მოსახლეობისცნობიერების გაზრდას. მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას და ამმხრივ აშშ-სთან თანამშრომლობის კარგ გამოცდილებას. ამ კუთხით შეხვედრაზე განხილულ იქნა ჰიბრიდულ საფრთხეებთანბრძოლის ევროპულ ცენტრსა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.როგორც ცენტრში აღნიშნეს მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავების პროცესი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის არაწევრსახელმწიფოებთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. მათ შორის, აქტიურ ურთიერთობას საქართველოსთანაც.

ჰელსინკიში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრი (Hybrid CoE) ფინეთის ინიციატივით 2017 წლის ოქტომბერშიგაიხსნა. Hybrid CoE წარმოადგენს ექსპერტებისგან შემდგარ საერთაშორისო ცენტრს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრსახელმწიფოებს ეხმარება ჰიბრიდული საფრთხეების ანალიზში და დაცვის მექანიზმების შემუშავებაში. მის საქმიანობაშიჩართულია ევროკავშირის 15 წევრი ქვეყანა, ნორვეგია, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები