პოლიტიკა

სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით დავალებებს აძლევს - შეხვედრა ბათუმში

12.11.18 15:15


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს ხვედება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, სუს-ის უფროსი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს დავალებებს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით აძლევს.

ამასთან, აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან შეკრებილნი. დეპუტატები შენობაში შეშვებას და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ.

ელგუჯა ბაგრატიონს, როგორც ამბობს,, სუს-ის უფროსთან კითხვები აქვს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები