პოლიტიკა

ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

12.11.18 16:50


დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური შეკეთება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

„კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა არსებობდა.

მთელი რიგი პრობლემების გამო, ცენტრალური გზა ჩავარდნილი იყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ყველაფერი ფუნდამენტურად მოწესრიგდა. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და სანიაღვრე სისტემას, შეიცვალა გარე განათების ბოძებიც. ასევე, ელექტროსადენები, მიწის ქვეშ განთავსდა. დარჩენილია საგზაო მონიშვნების დახაზვა, რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესრულდება. აეროპორტიდან ქალაქში შემოსასვლელი გზა, დღეს სრულად არის რეაბილიტირებული, ისევე, როგორც ევროპულ ქალაქებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციებს, წყალარინების ქსელსა და სანიაღვრე სისტემას ჩაუტარდა. პირველ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აწარმოა. ასევე, მთლიანად შეიცვალა გარე განათების სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 733 000 ლარი დაიხარჯა. ლეხ კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია „დინ გრუპმა“ შეასრულა.

კაჩინსკის ქუჩაზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი იმყოფებოდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები