საზოგადოება

იანვრიდან საკრედიტო-საგარანტიო ფონდი დაიწყებს მუშაობას

12.11.18 17:20


იანვრიდან საკრედიტო-საგარანტიო ფონდი დაიწყებს მუშაობას. როგორც ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა, ამ ფონდიდან დაფინანსდებიან ეკონომიკურად მომგებიანი ბიზნესპროექტები, რომლებსაც ბანკში საგარანტიოდ რაიმეს ჩადების შესაძლებლობა არ აქვს. მისივე თქმით, სესხის გაცემაზე გადაწყვეტილებას ბანკი მიიღებს, ხოლო ფონდი მომგებიან ბიზნესპროექტს შუამდგომლობას გაუწევს.

„პრინციპები შემუშავებული გვაქვს, საფინანსო მექანიზმები შექმნილია. კომპანიები, რომლებსაც სურვილი აქვთ აიღონ კრედიტები ბანკებიდან, თუმცა ვერ იღებენ, რადგან არ აქვთ ქონება ან სხვა რაიმე, რაც შეიძლება ბანკში ჩაიდონ, ამ ფონდის შექმნის შემდეგ შეძლებენ კრედიტების მიღებას. ჩვენ გვექნება კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასება მოხდება ამ კომპანიების. ჩვენ დავაფინანსებთ იმ ბიზნესპროექტებს, რომელიც ეკონომიკურად მომგებიანია.

გადაწყვეტილებას ამ კრიტერიუმების მიხედვით მიიღებენ ბანკები",- განაცხადა ქობულიამ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები