პოლიტიკა

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს

13.11.18 12:15


თურქეთის მხარეს, საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება შეფერხებით მოხდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეჩერებული იქნება საბაჟო პროცედურები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფი”, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება”, -აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები