პოლიტიკა

პარლამენტში სესია კვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო

13.11.18 15:00


პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იგეგმება, კვორუმის არარსებობის გამო ოთხ საათამდე გადაიდო.

სხდომის დაწყების წინ, რეგისტრაციის მიხედვით, კვორუმისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობა შეიკრიბა, თუმცა, როგორც ოპოზიციამ აღმოაჩინა, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

ამის შემდეგ რეგისტრაცია პროტესტის ნიშნად არ გაიარა "ევროპულმა საქართველომ". მათი თქმით, უმრავლესობის პასუხისმგებლობაა ის, რომ ბიუჯეტის განხილვას მათივე დეპუტატები არ ესწრებიან.

"ევროპული საქართველოს" განცხადებას დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომის წამყვანმა, გია ვოლსკიმ 10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

შესვენების დროის ამოწურვის შემდეგაც დარბაზში დეპუტატების საჭირო რაოდენობა ვერ შეიკრიბა, რის გამოც სხდომა ოთხ საათამდე გადაიდო.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები