პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილმა მოლდოვაში უსაფრთხოების საკითხები განიხილა

13.11.18 16:15


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოლდოვაში ვიზიტით ყოფნისას, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ სახელმწიფო მდივანს რადუ ბურდუჟასა და გენშტაბის უფროსი ბრიგადის გენერალს იგორ კუტიეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და აღნიშნა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც მოსახლეობა დგას.

„ციხელაშვილმა შეხვედრაზე გააცნო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემები. მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის პირას მცხოვრები ადამიანებისათვის დაწესებული შეზღუდვები.

სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება.

აღინიშნა, რომ მოლდოვასა და საქართველოს უსაფრთხოების კუთხით საერთო გამოწვევები აქვს. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებით ხედვები გაცვალეს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.






წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები