საზოგადოება

საქართველოში ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნება

13.11.18 17:10


საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განათლების სამინისტროსა და ეროვნუკლი ბიბლიოთეკის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად საქართველოში ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნება.

"დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა - ეროვნული ბიბლიოთეკისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინოვაციური პროექტი – el.ge და რაც მთავარია, დაიწყება ტექსტის ელექტრონულ ამომცნობზე მუშაობა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები