საზოგადოება
19.11.18 10:25
ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და ერთად ვიმუშაოთ თქვენი მიზნების განხორციელებისთვის, რადგან თქვენი წარმატება, ეს ჩვენი წარმატებაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ზუგდიდში, ფერმერთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი დღეები ძალიან გვეხმარება, რომ განვავითაროთ სოფლის მეურნეობის სექტორი და ამისთვის აზრთა გაცვლა-გამოცვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მსგავსი ფორუმი საშუალებას გვაძლევს მთავრობას გავიგოთ, რა გიჭირთ, რაში შეგვიძლია დაგიდგეთ გვერდში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულებაა და ამაში ფერმერების და საფერმერო მეურნეობების როლი წამყვანია. საქართველოში ჩვენ გაგვაჩნია ფერმერობის დიდი ტრადიცია, გვაქვს მთელი რიგი უპირატესობები და შეგვიძლია შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მოთხოვნადია არა მარტო ჩვენთან, არამედ უცხოეთის ბაზრებზეც. სოფლის მეურნეობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენი მოსახლეობის ძირითადი მასები, ჩვენი შრომისუნარიანი მოსახლეობა ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გავზარდოთ ხალხის საშუალო შემოსავალი“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობისა და ფერმერთა მხარდასაჭერად ბევრი პროგრამა ხორციელდება, მაგრამ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება და ბევრად მეტია გასაკეთებელი.
სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ქობულიამ ასევე ისაუბრა იმ ინიციატივაზე, რომელიც მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კადრების გადამზადებას ეხება.
„მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ პროგრამას ვგეგმავთ სახელმწიფო მხარდაჭერით. ჩვენ მოგამზადებთ თქვენ და მოვამზადებთ თქვენთვის კადრებსაც, რომელთა მაღალ კვალიფიკაციასაც დაეყრდნობით. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ტექნიკურ სპეციალობებზე, არამედ ყურადღება დაეთმობა ზოგად ტრენინგებს, მარკეტინგს, ფინანსურ აღრიცხვას და ასე შემდეგ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია ეს დარგი ექსპორტზე ორიენტირებული იყოს.
„ჩენ გვჭირდება ექსპორტორიენტირებული სოფლის მეურნეობა. ჩვენ გვირჩევნია მეტი ვაწარმოოთ ექსპორტზე, ვიდრე ნაკლებით დავაკმაყოფილოთ მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი. ამისთვის ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ, იფიქრეთ, როგორ უნდა გაფართოვდეთ და როგორ გახვიდეთ საექსპორტო ბაზრებზე. ერთ-ერთი საწინდარი არის საწარმოების გამსხვილება. ბევრი მაგალითი ვნახეთ კოოპერატივების ჩამოყალიბების და მოგიწოდებთ ამ მიმართულებით განვითარებისკენ. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და ერთად ვიმუშაოთ ამ მიზნებისთვის, რადგან თქვენი წარმატება, ეს ჩვენი წარმატებაა“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
წყარო: IPN - interpressnews.ge
წაკითხულია : 55
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24
-
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
16:3526.03.24