საზოგადოება
19.11.18 11:15
ჰაერის დაბინძურება ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური თემაა. არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მუშაობს პროექტებზე, რომლებიც მიეწოდება პარლამენტის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს და შემუშავდება პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგია.
ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე მძიმე და უარყოფით გავლენას ახდენს. ექიმი-პულმუნოლოგი ვანო წულეისკირი აცხადებს, რომ ფილტვების დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზები სამშენებლო მტვერი და ავტომობილების გამონაბოლქვია. მისი განმარტებით, თბილისში არაერთი მშენებლობა სანიტარული ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, რის შედეგადაც ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებები გამოიფრქვევა.
„ჰაერის დაბინძურება გულისხმობს მტვრისა და ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობას, რომლებიც იწვევენ ფილტვების დაზიანებას. უპირველესი მიზეზი სამშენებლო მტვერია. თბილისში მშენებლობები მიმდინარეობს სანიტარული ნორმების დარღვევით, რაც იწვევს ქალაქის დამტვერიანებას და სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მტვრის ნაწილაკები ილექება ფილტვებში და სწორედ ეს არის დაავადებების გამომწვევი,“ - აცხადებს ვანო წულეისკირი.
პულმუნოლოგის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქალაქში მოძველებული და გაუმართავი ავტომობილების რაოდენობაც.
„მანქანების წარმოუდგენელი რაოდენობაა ქალაქში, გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვი კი ტოქსიკურია. ეს იწვევს ფილტვების განსხვავებულ დაზიანებას, იწყება და ვითარდება ალერგიული პროცესები,“ - განმარტავს ვანო წულეისკირი. მისივე მტკიცებით, სახიფათოა ნივთიერება აზბესტი, რომელიც იწვევს ფილტვების მძიმე დაავადებას, აზბესტოზს. პულმუნოლოგი განმარტავს, რომ ეს დაავადება, უმეტესად, გავრცელებულია მაღაროს თანამშრომლებში, რომლებსაც უწევთ ქვანახშირისა და ქვიშის ნაწილაკების შესუნთქვა. ვანო წულეისკირის თქმით, დაავადება განუკურნებელია და ამ ნაწილაკების ფილტვებიდან გამოდევნა ვერ ხერხდება. მისი თქმით, საგანგაშოა ჰაერში ტყვიის შემცველობაც, რადგან ტყვია და მძიმე მეტალები ადამიანის ორგანიზმს განსაკუთრებით ვნებენ.
„ტყვია ყოველთვის არის ჰაერში, თუმცა, გააჩნია კონცენტრაციას. ესეც არის სამშენებლო ნარჩენებიდან, შიდა წვის ძრავის გამონაბოლქვიდან გაფრქვეული ქიმიური ნივთიერებების შედეგი. ზოგადად, ტყვია და მძიმე მეტალები მავნეა ადამიანისთვის. თუ კონცენტრაცია მაღალია, ძალიან სახიფათოა, რადგან იწვევს როგორც ფილტვების, ისე ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებასაც,“ - აცხადებს ვანო წულეისკირი.
წყარო: pia.ge
წაკითხულია : 37
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24