პოლიტიკა
19.11.18 11:40
ვემიჯნებით რუსულ სცენარს და ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრგოლ ვაშაძის მხარდაჭერა მიუღებელია, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხულოს, ბათუმის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის პარტიის რეგიონულმა ხელმძღვანელებმა განაცხადეს და თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება გაასაჯაროვეს.
„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ მხარი დავუჭირეთ დავით ბაქრაძის კანდიდატურას და სწორედ „ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის დამსახურებით პარტიამ აჭარაში 15 ათასზე მეტი ხმა მოიპოვა. ჩვენი მხრიდან დავით ბაქრაძის კანდიდატურის მხარდაჭერა განპირობებული იყო მისი დიპლომატიური გამოცდილებით და გამომდინარე აქედან, ჩვენ გვჯეროდა რომ ეს იყო ქვეყნის ევროპული არჩევანი.
გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და ამავდროულად გაცნობოთ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც ჩვენმა გუნდმა მიიღო, მეორე ტურში ჩვენთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა. ჩვენ ვემიჯნებით რუსულ სცენარს – მიხეილ სააკაშვილის და ლევან ვარშალომიძის მობრუნებას, ამიტომ ჩვენს თანამებროძლებთან ერთად სრული შემადგენლობით ვტოვებთ პარტიის აჭარის ორგანიზაციას და მათ შორის, ხულო-ბათუმი-ქობულეთის ხელმძღვანელობა“,- აღნიშნეს ბრიფინგზე.
კითხვაზე დაუჭერენ თუ არა დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხარს, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მათ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
წყარო: kvira.ge
წაკითხულია : 55
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24
-
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
16:3526.03.24