საზოგადოება

ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს მასპინძლობს

19.11.18 11:55


16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს მასპინძლობს. ფორუმმა დამსწრე აუდიტორიას 2 ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი წარუდგინა.
ჯერ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „ჰორიზონტი“ ჩვენება გაიმართა, შემდეგ კი დამსწრე აუდიტორიამ გიგიშა აბაშიძის სადებიუტო ნამუშევარი – „მეზობლები“ იხილა.
სრულმეტრაჟიანი ფილმების ჩვენებამდე, დილის სეანსზე ტრადიციულად გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამის მეორე ნაწილის ჩვენება.

ქართული კინოს ფორუმის ფარგლებში სულ 5 სრულმეტრაჟიანი ახალი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები:
„აღლუმი“ (რეჟისორი – ნინო ჟვანია);
„ჰორიზონტი“ (რეჟისორი – თინათინ ყაჯრიშვილი);
„ურსუსი“ (რეჟისორი – ოთარ შამათავა);
„მეზობლები“ (რეჟისორი – გიგიშა აბაშიძე);
„სანამ მამა დაბრუნდება“ (რეჟისორი – მარი გულბიანი).

ქართული კინოს ფორუმი 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფორუმს ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც ახლახან დასრულდა და ჯერ ფართო ეკრანებზე არ გამოსულა.
ქუთაისის კინოფორუმს ეროვნული კინოცენტრი ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით წარმოადგენს. ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი სულ ახლახან გაფორმდა.

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები