პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - საქართველოს სჭირდება ახალი თაობის რეფორმები და ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი

19.11.18 14:00


ექსპერტთა საბჭო ჩამოყალიბდა, საქართველოს სჭირდება ახალი თაობის რეფორმები და ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ექსპერტთა საბჭოს მუშაობაში, სხვადასხვა დარგის ბევრი ძლიერი სპეციალისტი იქნება ჩართული.

„ექსპერტთა საბჭო ჩამოყალიბდა, ცალკე სამუშაო ჯგუფია, რომელიც უკვე საორგანიზაციო საკითხებზე გადავა. ჩვენ ამ წრეებს გავაფართოვებთ და ის მოდელები, რაც გვაქვს შემუშავებული, რაც საექსპერტო წრეებშია დამუშავებული, ამის ყველაფრის სინთეზი მოხდება. საქართველოს სჭირდება ახალი თაობის რეფორმები და ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი. ამაზე გვქონდა სწორედ მსჯელობა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. სხვადასხვა დარგის ძალიან ძლიერი სპეციალისტები იქნებიან ჩართულები ამ პროცესში“, - განაცხადა ვაშაძემ.

წყარო: interpressnews.ge

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები