პოლიტიკა

მაჭავარიანი: ისეთი დოზით ჭარბვალიანობა, როგორიც დღეს არის - აღარ მოხდება

19.11.18 14:20


ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განმარტებით, იმ დოზის ჭარბვალიანობა, რომელიც დღეს არსებობს და რომელმაც ქვეყნის 1/3-ის შრომისუნარიანი მოსახლეობა ეკონომიკური და სოციალური სივრციდან გაიყვანა - აღარ მოხდება.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ იმ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით 600 ათას მოქალაქეს საფინანსო ინსტიტუტებში დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერებათ.


„ჭარბვალიანობა, იმ სახით, იმ დოზით, იმ მასშტაბით როგორც იყო, რასაკვირველია მოგვარდება. თუმცა რაღაცა დოზით ყველა ქვეყანაში ყოველთვის იარსებებს გადაუხდელი კრედიტები. მაგრამ აქ არის საუბარი მასშტაბზე, ისეთ მასშტაბზე, რომელმაც შეიძლება ქვეყნის 1/3-ის შრომისუნარიანი მოსახლეობა გაიყვანოს ეკონომიკური და სოციალური სივრციდან - აღარ მოხდება“,-აღნიშნა მინისტრმა.


მისი თქმით, 3 დეკემბრიდან იარსებებს სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ საკუთარი დავალიანების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.


„მოხდება ბაზების შეჯერება, ერთიანი ბაზის შექმნა. შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება თავისი მონაცემი შეიყვანოს და ნახოს მას შეეხო თუ არა. დაინახავს წითელ ან მწვანე მონიშვნას, მერე კი იმ საფინანსო ინსტიტუტს მიმართავს, ვისგანაც ჰქონდა ეს სესხი აღებული. ეს არაუგვიანეს 3 დეკემბრის მოხდება“, - განმარტა მინისტრმა.

წყარო: pia.ge

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები