საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ სახანძრო მანქანებს შეიძენს

19.11.18 14:30


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავტოპარკს აახლებს. სავარაუდოდ, 2019 წელს თბილისში, ასევე ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, რუსთავსა და გორში, საგანგებო სამსახურს ახალი მუნიციპალური სახანძრო მანქანები ეყოლება:

„მთავრობამ მოგვცა თანხმობა ახალი სახანძრო ავტომობილების შეძენაზე და მათ შორის ერთი მაღალი შესაძლებლობის სახანძრო მანქანის შეძენაზე, რომელიც ქალაქ ბათუმისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ დაახლოებით 6 თვე ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საერთაშორისო მწარმოებლებთან. მაქსიმალურად ვეცადეთ, ევროპული მწარმოებელი დაგვეინტერესებინა ამ ტენდერით. რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი და იმედია, რომ მომავალ წელს ჩვენ თბილისში ასევე დიდ ქალაქებში, როგორიცაა ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, რუსთავი, გორი, გვეყოლება ახალი მუნიციპალური სახანძრო მანქანები", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

წყარო: pia.ge

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები