ეკონომიკა

25 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამები მასშტაბურ აქციას გამართავენ

19.11.18 18:45


25 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამები მასშტაბურ აქციას გამართავენ. როგორც ზაზა სარალიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აქცია 14:00 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.

„25 ნოემბერს არის თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღე და მის საპატივცემულოდ ფართომასშტაბიან აქციას გავმართავთ. ვთხოვთ საზოგადოების წარმომადგენლებს, შვილმკვდარ მშობლებს დაგვიდგნენ გვერდით და შემოუერთდნენ ჩვენ მასშტაბურ აქციას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

წყარო: interpressnews.ge

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები