პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი - ენას ძვალი არ აქვს, შეიძლება ნებისმიერი რამ დაგვაბრალონ

23.11.18 15:05


ენას ძვალი არ აქვს, შეიძლება ნებისმიერი რამ დაგვაბრალონ, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახის სახელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბანკ „ქართუს“ წარმომადგენლებმა ბიზნესმენებს 10 დეკემბრამდე 20 მლნ ლარი მოსთხოვეს.

„ამაზე არ მინდა კომენტარის გაკეთება, წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი კეთდება ასეთი განცხადება. ცოტა არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან განცხადების გაკეთება. თუ არსებობს საფუძველი პროკურატურამ უნდა დადოს დასკვნა. შეიძლება ადამიანს ყველაფერი დააბრალო, ენას ძვალი არ აქვს, ობიექტურობაზე აქ საუბარი არ არის. ლაპარაკია ბრალდებაზე და თუ ამას საფუძველი აქვს, პროკურატურა დადებს დასკვნას. თუ ისეთი სერიოზული საკითხი იქნება და პროკურატურა მიიღებს ძიებაში, აუცილებლად დავინტერესდები", - განაცხადა ქობულიამ.

კითხვაზე, უწევთ თუ არა ბიზნესმენებს ყოველთვიურად 300 000 ლარის გადახდა, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს კიდევ ერთი ფანტაზიაა.

შეგახსენებთ, „კვირის აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ მიმოწერა გაასაჯაროა, რომელიც მისი თქმით, თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლესა და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს შორის შედგა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გზავნილში ელიზბარაშვილის მეუღლე ბიზნესმენებისთვის ფულის წართმევას და ბიზნესის დარეკეტებაზე საუბრობს.

წყარო: interpressnews.ge

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები