პოლიტიკა
24.11.18 13:05
"რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი, განვითარებული, მათ უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული პირველადი ინფრასტრუქტურა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა წნორში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია, რომ საქართელოს ყველა რეგიონს ჰქონდეს თანაბრად განვითარების საშუალება და შესაბამისად, თითოეული მოქალაქისთვის შეიქმნას ცხოვრების თანაბარი პირობები.
"მე არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ რეგიონების მოსახლეობისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისეთი სერვისები, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით ჩვენ თანამიმდევრულად მივდივართ წინ და დღევანდელი დღეც სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა. დღეს წნორში ვხსნით საზოგადოებრივ ცენტრს, რაც ნამდვილად კარგი საჩუქარია წნორის მოსახლეობისთვის. ეს საზოგადოებრივი ცენტრი უზრუნველყოფს ზუსტად ისეთივე ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფას, როგორც ეს ხდება ჩვენს დიდ ქალაქებში. ამავე დროს იქნა გათვალისწინებული თქვენი მოთხვნა და ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს ამ ცენტრს დამატებული, რომელიც თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეიდან წნორელებს საშუალება ექნებათ, წნორიდან გაუსვლელად საჯარო და კერძოსექტორის 200-ზე მეტი მომსახურება მიიღონ, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება, ეროვნულ არქივზე წვდომა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისები.
"ასევე სასიხარულოა, რომ კერძო სექტორიც წარმოდგენილი იქნება ამ ცენტრში. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რომ ამ ცენტრში ახალგაზრდებისთვის და მოზარდებისთვის არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა ბიბლიოთეკაზე, მათ შორის - ელექტრონულ წიგნებზე, კომპიუტერებზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან სერვისზე, რომელიც საინტერესოა ახალგაზრდებისთვის. კარგია, რომ ამავე დროს იქნება შეხვედრების დარბაზი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრებიც ჩატარდეს დღეიდან წნორში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების 57 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს, რომლებიც მოსახლეობას აძლევს საშუალებას, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით, 24-საათიანი უფასო უკაბელო ინტერნეტითა და „სკაიპის“ ოთახით. ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ხელმისაწვდომია ბეჭდური გამოცემებიც.
საზოგადოებრივ ცენტრში, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისათვის, 30 ადამიანზე გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, რომელიც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარების, ასევე, ფილმების ჩვენების ორგანიზების საშუალებას იძლევა.
წყარო: pia.ge
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24