პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალს გენერალ მილერს შეხვდა

24.11.18 13:30


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალთან, გენერალ ოსტინ სკოტ მილერთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


ამერიკელ გენერალთან საუბრისას ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ გენერალმა მილერმა ხაზი გაუსვა ქართული შეიარაღებული ძალების კონტრიბუციის მნიშვნელობას ავღანეთში და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.


შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე,ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი წარმომადგენელი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და მისი ახალი შემცვლელი პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი ესწრებოდნენ.

წყარო: pia.ge

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები