პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამომავლო პრიორიტეტებს გამოაქვეყნებს

26.11.18 10:15


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 26 ნოემბერს თავის სამომავლო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი შედგენილია ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ხელშეწყობით. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა გახსნის.

ამასთან, მონაწილეებს მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი. ასევე, სიტყვით გამოვლენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი ასუნსიონ სანჩეს-რუისი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი გიგი ბრეგაძე.

საპარლამენტო კომიტეტების სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და გამოქვეყნების პრაქტიკა 2014 წელს ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით დაინერგა. მას შემდეგ ამ დოკუმენტების გამოქვეყნება 15 საპარლამენტო კომიტეტიდან რვამ დაიწყო. ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ეს ვალდებულება ყველა საპარლამენტო კომიტეტს დაეკისრა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები