პოლიტიკა

ჟიგიმანტას პავილიონისი - დემოკრატია საქართველოში არის ძალიან ძლიერი

26.11.18 11:45


პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვა-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიეტუვას ყოფილ ელჩს, ჟიგიმანტას პავილიონისის შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას და საარჩევნო გარემოს. “ძალიან მოხარული ვარ, რომ დემოკრატია საქართველოში ასეთი ძლიერია. ვფიქრობ, ძალიან დაძაბული კამპანია მიმდინარეობს. პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს არის ნამდვილი დემოკრატია და მე ჩამოვედი მეორე ტურამდე, რათა შევხვედროდი სხვადასხვა ადამიანს, რათა ისინი დამერწმუნებინა, რომ ლიტვა არის საქართველოს ერთ-ერთი ახლო მეგობარი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები