პოლიტიკა

გამოკითხულთა 53 % საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს

26.11.18 12:55


ipn.ge-ზე, kvirispalitra.ge-სა და ambebi.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 53 % საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

ამასთან, შეკითხვაზე: ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში, 33 %-მა მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიმართ გამოხატა, 7-7 %-მა კი აღნიშნა, რომ არჩევნებზე არ მიდის ან ორივე კანდიდატის გადახაზვას გეგმავს.

გამოკითხვა 23 ნოემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა 36 436 ადამიანმა მიიღო.

გამოკითხვისას ერთი IP მისამართიდან ხმის მხოლოდ ერთხელ მიცემა იყო შესაძლებელი.






წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები