პოლიტიკა

"ან უნდა ვყოფილიყავი ოცნებასთან, ან ნაციონალურ მოძრაობასთან..."- რატომ თქვა უარი მარგველაშვილმა მეორე ვადით პრეზიდენტობაზე

26.11.18 13:30


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საზოგადობრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მეორე ვადით კენჭისყრაზე თქვა უარი. მან საქართველოს მოქალაქებს მადლობა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ მათი თანადგომით შეძლო 5 წლიანი ვადის გასვლა იმ ფონზე, რომ მას უპირისპირდებოდა როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლებაც:

„დიდი მადლობა ამ 5 წლისთვის და ვუთხრა რომ დიდ ვალში ვარ მათთან, მე არ მგონია, რომ არცერთ სხვა საზოგადოებაში , პრეზიდენტი, რომელთანაც არის დაპირისპირებული როგორც ძლიერი ოპოზიცია, ასევე ძლიერი სახელისუფლებო პარტია, სადმე სხვაგან სასახლშეში შესვლას კი არა 5 წელს გაივლიდა ამ ფონზე. იმიტომ არ ვიყარე კენჭი, რომ პირველი: კონსტიტუციურად ძალიან შეზღუდული უფლებებია და მე ამას ეფექტურად ვეღარ განვახორციელებდი და მეორე: ზუსტად ვიცოდი პოლიტიკური ლანდშაფტი და რა ვითარება იყო, მე ვიცოდი რეალობა, უნდა ჩავმდგარიყავი ან ერთ, ან მეორე ბანაკში, ან უნდა ვყოფილიყავი ოცნებასთან, ან ნაციონალურ მოძრაობასთან. ამის გაკეთება ჩემი მხრიდან იქნებოდა პრინციპულად არასწორი, ერთი, რომ არანაირად ჩემს პოზიციას არ გამოხატავს არცერთი ჯგუფი, არც პოლიტიკური გემოვნებით, არც სტილით, არაფრით. და მეორე, არც თქვენს პოზიციას არ გამოხატავენ. აქედან გამომდინარე ჩემი ან ერთ, ან მეორე ჯგუფთან დადგომა არ იქნებოდა თქვენი სამსახური.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.






წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები