პოლიტიკა

უკრაინის ელჩი საქართველოს მხარდაჭერას ელოდება

26.11.18 14:45


საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

როგორც დოლგოვმა "პირველთან" საუბარში განაცხადა, საქართველოს პირველ პირებს ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

"და ვთხოვ საქართველოს, კიდევ ერთხელ გამოგვიცხადოს სოლიდარობა, მხარდაჭერა და ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", - აღნიშნა დოლგოვმა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ დაძაბულობა მოიხსნება.

"იმედი მაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად რუსეთი უკრაინელ მეზღვაურებს გაათავისუფლებს, უკრაინულ გემებს დააბრუნებს და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ზარალს აანაზღაურებს. ის, რომ შავი ზღვა უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს საჭიროებს, საქართველოში კარგად იციან.

საქართველომ და უკრაინამ ამ საკითხზე არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის ნატოს თანამშრომლობის ფარგლებში. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ კოორდინირებული მოქმედება და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა მოგვცემს შესაძლებლობას, მოვლენების ესკალაცია შევაჩეროთ და, ასევე, მიმდინარე მოვლენებს ზუსტი შეფასება მივცეთ", - აღნიშნა უკრაინის ელჩმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები