პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა

26.11.18 17:00


„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ენგურზე შვილებთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ენგურზე დასრულება სიმბოლურია.

„ჩემი საარჩევნო კამპანია სრულდება აქ, ენგურზე. იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია და ამ ხაზის იქით, მოშორებით ჩვენი საზღვარი ფსოუზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს საზღვარია და ყოველთვის იქნება. ეს არის ადგილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ, საოკუპაციო ხაზია, მეორე მხრივ, ენგურჰესი, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია იმისი, რომ შეგვიძლია ერთად მუშაობა და არის ბევრი სხვა რამ, ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალი. ეს არის ჩემი კამპანიის დასრულება ამ იმედიანი სიტყვებით, ჩვენი მომავალიც აქაა”, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები