პოლიტიკა

სტოლტენბერგი საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

27.11.18 10:30


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, პაველ კლიმკინს და დავით ზალკალიანს შეხვდება და მათთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.

როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, შეხვედრა დეკემბრის პირველ რიცხვებში შედგება.

"მომდევნო კვირას მინისტრების დონეზე გავმართავთ შეხვედრას მინისტრ კლიმკინთან, შეხვედრაზე ასევე საქართველო მიიღებს მონაწილეობას. შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განვიხილავთ",-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

25 ნოემბერს, რუსეთმა ქერჩის სრუტეში უკრაინის სამ გემს გავლა აუკრძალა. უკრაინული გემები ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტისკენ მიემართებოდნენ.

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსული მხარე გემების გადაადგილებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ნორმების დაცვით, წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული. თუმცა რუსული გემი უკრაინულს შეეჯახა, მოგვიანებით კი, რუსულმა მხარემ ცეცხლი გახსნა.

ინციდენტის შედეგად 6 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები დაატყვევეს, სულ 23 ადამიანი.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები