პოლიტიკა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - საარჩევნო პროცესს ODIHR დააკვირდება

27.11.18 11:00


საარჩევნო პროცესს ODIHR დააკვირდება. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები უკვე თბილისში იმყოფებიან. დამკვირვებლები როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში განთავსებულ საარჩევნო უბნებზე გადანაწილდებიან.

არჩევნების დღეს სულ 215 დამკვირვებელი იმუშავებს. ეუთოს სადამკვირვებლო მისია პირველად შეფასებას პრესკონფერენციაზე 29 ნოემბერს გაასაჯაროებს. საბოლოო დასკვნას კი 8 კვირის შემდეგ წარმოადგენს.

„215-ი დამკვირვებელი საარჩევნო პროცესებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეისწავლის.

ოდირის წარმომადგენლების გარდა საქართველოში ჩვენი პარტნიორების- ევროპარლამენტისა და საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები, სულ 26 პარლამენტარი იმუშავებს. წინასწარ შეფასებას არჩვენების მეორე დღეს გავასაჯაროებთ, სადაც პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდსაც შევაფასებთ. საბოლოო დასკვნა, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან 8 კვირის განმავლობაში იქნება მზად. კვლევის შედეგების გარდა, დოკუმენტში ჩვენს მიერ აღმოჩენილი პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციებიც იქნება წარმოდგენილი,”- ამბობს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტომას რეიმერი.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები