პოლიტიკა

გიგი წერეთელი ადამიანის უფლებების საკითხებზე გამართულ აზიის ფორუმს დაესწრო

27.11.18 12:45


ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ხელმოწერის 70 წლისთავთან დაკავშირებით, უზბეკეთის მთავრობის ინიციატივით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სამარყანდში, ადამიანის უფლებათა აზიის ფორუმი გაიმართა, რომელსაც 400-მდე დელეგატი დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი მიესალმა, რომელმაც ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეებზე ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების შესრულების პროცესში, პარლამენტის როლსა და მის ჩართულობაზე ისაუბრა.

„ძირითადი პოზიცია, რომელიც ჩვენ, პარლამენტარებს გვიკავია საზოგადოებასა და მთავრობებს შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო პარტნიორებად წარმოგვაჩენს. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გაეროს მდგრადი განვითარების „2030″ დღის წესრიგი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომაა. ჩვენ არამხოლოდ ვიზიარებთ, რომ გლობალურ დონეზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს, არამედ ვამტკიცებთ, რომ სწორედ ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვამ უნდა განაპირობოს განვითარების მიზნების შესრულება”,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს სამხედრო კონფლიქტების რეგიონებში და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ასევე მიგრანტთა მიმართ.

შუა აზიის ტურნეს ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ყაზახეთის და უზბეკეთის ხელისუფლების ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები