პოლიტიკა

ცესკომ 28 ნოემბრის ბრიფინგების განრიგი გამოაქვეყნა

27.11.18 13:00


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, 28 ნოემბერს ცესკო 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.

კერძოდ, საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება: 08:30 სთ, 10:30 სთ, 12:30 სთ, 15:30 სთ, 17:30 სთ, 20:30 სთ.

კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51) და ასევე ონლაინ ჩეტი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. დაანონსებული ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა.

ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები