პოლიტიკა

პრემიერმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრეს

27.11.18 13:45


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.

დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს ქვეყანაში არსებული კონკურენტული საარჩევნო გარემო და აღნიშნეს, რომ ეს ორგანიზაციების შეფასებებშიც აისახა.

მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამჯერადაც, ისევე, როგორც 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებზე, უზრუნველყოფილი იქნება არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის, სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.

პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, თითოეული ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული და განაცხადა, რომ სამართალდამცავი უწყებები, არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალურ წესრიგს უზრუნველყოფენ, რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღკვეთენ ნებისმიერ კანონდარღვევას.

მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის კვლავაც გარანტირებული იქნება არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისა და გაშუქების დაუბრკოლებლად განხორციელების პირობები.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები