პოლიტიკა

მთავრობა WIZZ AIR-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს - HUB Georgia

27.11.18 14:30


HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის თქმით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს. მისი განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნით ზეწოლას ახორციელებს ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ ხელმძღვანელობაზე, თუმცა ეს პროცესი დროებით არჩევნების გამო შეჩერდა.

"სანდო წყაროზე დაყრდნობით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ავიაციის ბაზრზე გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს, კერძოდ მგზავრთა გადაყვანების კომპონენტში აპირებს კონკურენციის შეზღუდვას. როგორც წყარომ გვაცნობა, ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ხდებოდა ავიაკომპაბნია ,,ვიზ ეარი“- სთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება, სამოქალაქო ავიაციის დროებით ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რომ არ მომხდარიყო ამ ავიაკომპანიისთვის განრიგის დამტკიცება, რაზეც მან უარი მიიღო. შემდეგ ეს გადაწყვეტილება გადაიდო არჩევნების გამო და მისი დასრულების შემდეგ კვლავ განახლდება. რეალურად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, რომ ავიაკომპანია "ვიზ ეარი" ქართული ბაზრიდან გაუშვას“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები