პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

27.11.18 14:45


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და ამ კუთხით პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე.

როგორც შეხვედრის კომენტირებისას, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ ადამიანის უფლებების დამცველების მდგომარეობის შესაფასებლად.

„ვისაუბრეთ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაზე, ღია მმართველობის საბჭოზე, ჩვენს თანამშრომლობაზე სხვადასხვა ფორმატებში, ასევე კომიტეტების, საბჭოების და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე და იმ ცვლილებებზე, რომელიც რეგლამენტით შემოდის და ამ კუთხით კიდევ უფრო უკეთეს გარემოს ქმნის“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები