პოლიტიკა

„თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნება“

27.11.18 15:30


საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. განცხადება მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერის თქმით, 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტრადიციად იქცა, ამიტომ მისი თქმით, მეორე ტურიც სწორედ ასეთ გარემოში ჩაივლის.

მთავრობის მეთაური მოსახლეობას აქტიურობისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ასევე მიმართავს დამსაქმებლებს, ხელი შეუწყონ მოქალაქეებს მოიხადონ საკუთარი ვალი.

„ხვალ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა საქართველოს შინაგან საქემთა მინისტრსაც მიმართა და მოუწოდა მაქსიმალურად უზრუნველყონ სიმშვიდე. მამუკა ბახტაძის თქმით, სახელმწიფოს ნებისმიერ კანონ დარღვევაზე ექნება შესაბამისი და უმკაცრესი რეაგირება.

„მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნას საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას შეუშლის ხელს, საფრთხეს შუქმნის და ჩრდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს. ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით“, – განაცხადა პრემიერმა.






წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები