მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი - გაუგებარია თუ რატომ აწვდიან შეიარაღებას აზერბაიჯანს ის ქვეყნები, რომლებიც სომხეთის მოკავშირეები არიან

27.11.18 15:45


სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრებმა უნდა გაარკვიონ სამოკავშირეო ვალდებულებები ერთმანეთთან მიმართებაში.

„იცით, რომ ბოლო დროს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს, რომელიც მიმართულია იმის გარკვევაზე თუ რა მოვალეობები აქვთ წევრ ქვეყნებს ერთმანეთთან მიმართებაში. ბოლოს და ბოლოს უნდა გავერკვიოთ თუ ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს და ვისი - არა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ ვანაძორში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ოფიციალური ერევანისთვის გაუგებარია თუ რატომ აწვდიან შეიარაღებას აზერბაიჯანს ის ქვეყნები, რომლებიც სომხეთის მოკავშირეები არიან კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში.

„გულწრფელად გვსურს ეს თემა ჩვენს მოკავშირეებთან განვიხილოთ“, - დასძინა მან.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები