პოლიტიკა

გადასატანი საარჩევნო ყუთებით გაყალბების მცდელობა - ოპოზიციის ბრალდებებს თამარ ჟვანია პასუხობს

27.11.18 16:00


გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ცესკო-ს მხრიდან არჩევნების დღეს გადასატანი ყუთებით გაყალბების მცდელობაზე საუბრობს. აღნიშნულს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გამოეხმაურა. ჟვანიას თქმით, გადასატანი ყუთის სიები გუშინ დამტკიცდა და მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთების მთხოვნელთა რიცხვი საშუალოდ, 2 პროცენტს არ აღემატება.

„ეს საკითხები ჩვენთანაც შემოვიდა, ჩვენთვისაც ცნობილი გახდა. ჩვენ გვქონდა ძალიან ცალსახა რეკომენდაცია და მითითება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს ძალიან მკაცრად გადაემოწმებინათ აღნიშნული მოთხოვნები გადასატან ყუთებთან დაკავშირებით. გუშინ მოხდა გადასატანი ყუთის სიების დამტკიცება და მე, რაც ახლა ამ ეტაპზე, წინასწარ ინფორმაცია, რაც მაქვს, საშუალოდ უბანზე, არც კი აღემატება 2 პროცენტს. თუმცა, სხვადასხვა უბნებზე შეიძლება სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილება იყო მოთხოვნების შესაბამისად. მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალოდ, უბანზე 2 პროცენტს არ აღემატება გადასატანი ყუთის მოთხოვნები. თუმცა, თუ 3 პროცენტზე მეტია, ესეც არ არის სამართლებრივად პრობლემა ან აკრძალული კანონით. ამაზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ მშვიდ გარემოში და ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე დავითვალოთ ხმები და ზუსტად ავსახოთ ხალხის ნება,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.






წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები