ეკონომიკა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20%-ით გაიზარდა

14.07.16 20:00


საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ივნისის პერიოდში 5,7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 20%-ით მეტია.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც გამოქვეყნებულია უწყებისვებგვერდზე, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტმა 948 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდის მონაცემზე 12%-ით ნაკლებია.

საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში აღნიშნულ პერიოდში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ და ნახევრადდამუშავებულ ოქროს, ტყისა და სხვა სახის თხილს და ა.შ.

იანვარ–მაისში იმპორტმა დაახლოებით 4,8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ნავთობის გაზსა და აირად ნახშირწყალბადებს, მარცვლეულს, ელექტროტრანსფორმატორებსა და სამკურნალო საშუალებებს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 67%-ია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები