პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის მმართველობა სრულდება

28.11.18 14:00


ივანიშვილის მმართველობა სრულდება და ვერაფერს იზამს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ მიმართვისას განაცხადა.

„ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმ პირობებში, როცა ბიძინა იავნიშვილი და მისი ბანდა ცდილობს ამ მოღალატე ქალის გაყვანას და ორგანიზებულად მოჰყავთ ხალხი, ჩვენც, ყველანი ორგანიზებულად, მშვიდად წავიდეთ საარჩევნო უბნებთან, გადავურეკოთ ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს და ყველა წავიყვანოთ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ნაწილი ხალხის, ვინც ივანიშვილს მიჰყავს ორგანიზებულად არჩევნებზე, ხმას აძლევს ცვლილებას, გია ვაშაძეს, ხმას აძლევს საქართველოს გადარჩენას. მაქვს მონაცემები ერთი გადასატანი ყუთის აჭარაში, ბათუმში და 28 ბიულეტენიდან 3 არის მიცემული ივანიშვილზე და 25 მიცემულია ერთიანი ოპოზიციის კანდიდატისთვის. ეს ნიშანდობლივია. პირველ ტურზეც პირველი ნიშნები იმისა, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა, მოვიდა სწორედ გადასატანი ყუთებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები