პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - შედეგები, რაც პირველ ტურში ვიხილეთ, მოულოდნელი იყო, თუმცა საბოლოოდ უნდა ეთქვას უარი მოძალადე რეჟიმს

28.11.18 14:30


ვფიქრობ, რომ ის შედეგები, რაც პირველ ტურში ვიხილეთ, მოულოდნელი იყო, თუმცა საბოლოოდ უნდა ეთქვას უარი მოძალადე რეჟიმს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკეში განაცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა.

ღარიბაშვილი ელოდება, რომ დღეს იქნება დესტრუქციული ქმედების მცდელობები, თუმცა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს აღკვეთავს.

„მე მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და სიმშვიდეს, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას. ეს არის მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხალხის და ამ მონაპოვარს სჭირდება დაცვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა მიიღებს სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებას.

ამ დროს, ასეთ ვითარებაში საჭიროა სიბრძნე, რომელიც არის ჩვენს ხალხში. მე მჯერა ჩვენი ხვალინდელი დღის. მე არ მინდა საუბარი იმ დესტრუქციული ძალის მცდელობებზე, რომელიც არაერთგზის გამოვცადეთ მრავალი წლის განმავლობაში, ეს მცდელობები შეიძლება იყოს, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო მტკიცედ დგას და ყველაფერი ჩაივლის მშვიდ ვითარებაში. მე დავაფიქსირე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან დღეს არ არის მარტივი ვითარება. ის შედეგები, რაც პირველ ტურში ვიხილეთ, მოულოდნელი იყო, მიზეზებზე საუბარი დღეს არ არის საჭირო, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების დაფიქსირება და უარი უნდა ეთქვას იმ მოძალადე რეჟიმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სათავეში იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში. შეიძლება პროვოკაციები იყოს ხშირი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერს აღკვეთავს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები